საქართველოს 2018 წლის იანვარი-აგვისტოში 5,895,914 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, მაჩვენებელი 12.2%-ით არის გაზრდილი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში საერთაშორისო ვიზიტორებმა ქვეყანაში 4,883,580 ვიზიტი განახორციელეს, რაც 14.1%-ით მეტია, ვიდრე 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ კი 3,235,800 შეადგინა, რაც 523,674-ით მეტია 2017 წლის იანვარი-აგვისტოს მაჩვენებელზე (ზრდა +19.3%)
ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+11%), რუსეთიდან (+22%), სომხეთიდან (+0.3%) და თურქეთიდან (+21.1%) შედგა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ესტონეთი +98%,ნიდერლანდები +55%, რუმინეთი +55%, ბელგია +53%, გერმანია +50%,ჩეხეთი +47%, ესპანეთი +47%, გაერთიანებული სამეფო +46%და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეის რესპუბლიკა +139%,ჩინეთი +92%, ბელარუსი +44%,ქუვეითი 44% და ისრაელი +35%.
2018 წლის ზაფხულის სეზონზე (ივნისი-აგვისტო) საქართველოში 3,061,338 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +10.9%-ია. საერთაშორისო ვიზიტორთა მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 2,492,924 შეადგინა, ზრდა +11.5%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,702,015შეადგინა, რაც232,294-ით მეტია 2017 წლის ივნისი-აგვისტოს მაჩვენებელზე (ზრდა +15.8%)