2018 წლის ოქტომბრში საქართველოში 719,140 საერთაშორისო  მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +9%-ია. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ  611,152 შეადგინა, ზრდა +8.5%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ  407,221 შეადგინა, რაც 53,385-ით მეტია 2017 წლის ოქტომბრის მაჩვენებელზე (ზრდა +15.1%).

ინფორმაცია  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.

“პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩნენ: რუმინეთი +132%, შვედეთი +92%, ნიდერლანდები +63%, ლატვია +62%, პოლონეთი +51%, გერმანია +41%, იტალია +37% და სხვა.  განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეის რესპუბლიკა +77%, ჩინეთი +60%, ა შ შ +50%, ბელარუსი +35%, ყაზახეთი +34%, საუდის არაბეთი  +30% და სხვა”, განაცხადა ტურიზმის ეროვნული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.

2018 წლის იანვარი-ოქტომბრის  თვის მონაცემებით საქართველოში 7,507,517 საერთაშორისო  მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +11%-ია.   საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ  6,258,261 შეადგინა, ზრდა   +12.5%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ  4,179,323 შეადგინა, რაც 621,783-ით მეტია 2017 წლის იანვარი-ოქტომბრის მაჩვენებელზე (ზრდა +17.5%).

საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები  (2018 წლის იანვარი-ოქტომბერი)

ვიზიტის ტიპი

2017: იანვარი-ოქტომბერი

2018: იანვარი-ოქტომბერი

ცვლილება

ცვლილ%

საერათაშორისო მოგზაურების ვიზიტები

6,764,953

7,507,517

742,564

11.0%

საერათაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები

5,565,226

6,258,261

693,035

12.5%

ტურისტული ვიზიტი

3,557,540

4,179,323

621,783

17.5%

ერთდღიანი ვიზიტი

2,007,686

2,078,938

71,252

3.5%

სხვა  (არატურისტული)

1,199,727

1,249,256

49,529

4.1%

ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი რუსეთიდან (+23.7%), აზერბაიჯანიდან (+10.3%), სომხეთი  (+0.2%) და თურქეთიდან (+14.3%)   განხორციელდა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხით გამოირჩნენ: ესტონეთი +85%,

რუმინეთი +65%, სლოვაკეთი +62%, ნიდერლანდები +59%, გერმანია +51%,  ესპანეთი +47%, ლატვია +44%, ჩეხეთი +44%, საფრანგეთი +36%, იტალია +32% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეის რესპუბლიკა +125%, ჩინეთი +84%, ბელარუსი +45%, ქუვეითი 34% და  ისრაელი +32%.

2017 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების მიერ განხორციელდა  7,902,509 ვიზიტი. 2011 წელს კი ანალოგიური მაჩვენებელი 3,115,527 ვიზიტს  შეადგენდა.  2017 წელს  მოგზაურების ვიზიტების წლიური რაოდენობა 2011 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად  გაიზარდა და ზრდამ  +154% შეადგინა.

2012 წლიდან საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები შემდეგნაირად გამოიყურება:

2012 წელი – 4,741,346; 2013 წელი – 5,734,898; 2014 წელი – 5,888,709; 2015 წელი -6,305,635; 2016 წელი – 6,719,975; 2017 წელი – 7,902,509.