ტურისტული ცნობადობის ამაღლების მიზნით საქართველოს მთავრობა და ფრანგული ავიაკომპანია Air France საერთო პროექტების განხორციელებას განიხილავენ. აღნიშნულის შესახებ ცნობილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილისა და ავიაკომპანია Air France-ს წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ გახდა.
მარიამ ქვრიშვილის განმარტებით, ერთობლივი პროექტები შეეხება ძირითადად მარკეტინგულ კამპანიებს – გაცნობით ტურებს, ადგილობრივად როუდ შოუების ორგანიზებას და ა.შ.
ქვეყნის ცნობადობას გაზრდის ამერიკაში და საფრანგეთში, განსაკუთრებით 4 სეზონურობის კუთხით.
“ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა ავიაკომპანიასთან Air France. დავგეგმეთ საერთო პროექტების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის გაზრდას საფრანგეთსა და ამერიკაში და საქართველოში მხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების ზრდას ამ ორი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყნიდან!”, წერს სოციალურ ქსელში მარიამ ქვრივიშვილი.