დუბროვნიკი გახდა ქალაქი ევროპაში ტურისტების ყველაზე მაღალი კონცენტრაციით. მოკლევადიანი დაჯავშნის სერვისმა Holidu-მ ახალი კვლევა ჩაატარა.
ქალაქში ერთ ადგილობრივ მცხოვრებზე 27 ტურისტი მოდის. დუბროვნიკი, რომელიც ყოველთვის პოპულარული იყო ტურისტებში უძველესი არქიტექტურისა და თვალწარმტაცი ხედების გამო, ხორვატიის სანაპიროზე გადაღებული Game of Thrones სერიის გამოსვლის შემდეგ ტურისტებში უფრო პოპულარული გახდა.
ყველაზე ტურისტული ქალაქების ტოპ-10 ასე გამოიყურება:
1 / დუბროვნიკი (ხორვატია) – 27 ტურისტი 1 ადგილობრივ მცხოვრებზე;
2 / როდოსი (საბერძნეთი) – 26 ტურისტი 1 ადგილობრივ მცხოვრებზე;
3 / ვენეცია (იტალია) – 21 ტურისტი 1 ადგილობრივ მცხოვრებზე;
4 / ჰერაკლიონი (საბერძნეთი) – 18 ტურისტი 1 ადგილობრივ მცხოვრებზე;
5 / ფლორენცია (იტალია) – 13 ტურისტი 1 ადგილობრივ მცხოვრებზე;
6 / რეიკიავიკი (ისლანდია) – 12 ტურისტი 1 ადგილობრივ მცხოვრებზე;
7 / ამსტერდამი (ჰოლანდია) – 12 ტურისტი 1 ადგილობრივ მცხოვრებზე;
8 / ლისაბონი (პორტუგალია) – 11 ტურისტი 1 ადგილობრივ მცხოვრებზე;
9 / პორტო (პორტუგალია) – 10 ტურისტი 1 ადგილობრივ მცხოვრებზე;
10 / დუბლინი (ირლანდია) – 9 ტურისტი 1 ადგილობრივ მცხოვრებზე.
ტურისტებში გადაჭარბებული პოპულარობის გამო, დუბროვნიკში მოქმედებს შეზღუდვები: მაგალითად, აკრძალულია ჩემოდნების ბორბლებზე ტარება ძველი ქალაქის ქუჩებში, ზოგიერთ რაიონში კი საერთოდ არ გაქვთ უფლება ატაროთ ბარგი (თუნდაც ზურგჩანთებით).