თბილისი (AVIANEWS) – ტურიზმი ზრდის ტრენდს ინარჩუნებს. ნოემბრის მდგომარეობით 670,122 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტია (+12%).
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტები 11.9%-ით 543,176 -მდეა გაზრდილი. მათ შორის ტურისტული 338,831-მდე (+10.3%Y.Y).
იანვარ-ნოემბრის ტურისტული ნაკადი ახალ ისტორიულ ნიშნულზეა – 8,690,352-ს მიაღწია (+7.2%Y.Y). ამავე პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტებმა 7,191,042 -ს მიაღწია (+6.6%), ტურისტულმა – 4,768,432ს (+6.3%).
რუსეთიდან 10.9% კლებაა 11/2019 -ის მონაცემებით – 82,029 ვიზიტი, აქედან ტურისტული – 53,599, რაც 24%-ით ნაკლები (Y.Y) 11 თვეში კი, 4.9%-იანი ზრდაა.
“ავიაშეზღუდვების შემდეგ, აქტიური სამუშაოები ჩატარდა ნეგატიური შედეგების მინიმიზაციისთვის.ტურიზმის ადმინისტრაციამ აშშ-ში, ევროკავშირის ქვეყნებში, ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში, სპარსეთის ყურის ქვეყნებში, საუდის არაბეთში, ცენტრალურ აზიაში, უზბეკეთში, ყაზახეთში – მარკეტინგული კამპანიები. აქტივობები გრძელდება ისრაელში, გერმანიაში, უკრაინაში, ქუვეითსა და პოლონეთში.
სარეკლამო კამპანია National Geographic-სა და Google-ზე. CNN-ზე წლის ბოლომდე გრძელდება, მოიცავს სატელევიზო რეკლამას, სპეციალურ რეპორტაჟებს და ონლაინგვერდებს. CNN-ის პლატფორმაზე Discover Georgia დამზადდა” – განაცხადეს ადმინისტრაციაში.