2025 წლიდან ტუნისის მიმართულებით სავიზო შეზღუდვების გაუქმებით, მოგზაურებს საქართველოდან ეძლევათ შესაძლებლობა აღმოაჩინონ ეს განსაკუთრებულად საინტერესო ქვეყანა – იუნესკოს ძეგლებით და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით სავსე ტუნისი, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ავიაკომპანია Turkish Airlines-ის რეგიონული გაყიდვების მენეჯერი ირინე ჟორჟოლიანი წერს.

მისივე განმარტებით, 1300 კილომეტრიანი სანაპირო, მზე, ზღვა, უდაბნო და შთამბეჭდავი ისტორიული ძეგლები — ყველაფერი ერთად ტუნისს სრულყოფილ დასასვენებელ მიმართულებად აქცევს.

„ონლაინ ვორქშოფისა და FAM Trip-ის შემდეგ, გასულ კვირას კიდევ ერთ ვორქშოფზე წარმოვადგინეთ ეს საოცარი ქვეყანა“, – აღნიშნულია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.