ტუნისის ხელისუფლებამ ტურისტული გადასახადის გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. 1-ლი ნოემბრიდან მას გადაიხდიან ჯგუფური ტურების წარმომადგენლებიც. დღეისათვის კი ტურისტული გადასახადის გადახდა მხოლოდ სოლო მოგზაურებს უწევთ. გადასახადი (ტრადიციულად) გავრცელდება განთავსების ობიექტებზე. ტურისტული გადასახადის გადახდა მოუწევთ 12 წელზე უფროსი ასაკის ყველა სტუმარს. ასე რომ, ორვარსკვლავიან სასტუმროში ღამისთევისთვისდამატებით 1 ევროს გადახდა მოგიწევთ, სამვარსკვლავიან სასტუმროში – დაახლოებით 2 ევრო, 4-5 ვარსკვლავიან სასტუმროში – 3,5 ევრო.
აღსანიშნავია ისიც, რომ თუ თქვენ ტუნისში 10 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში რჩებით, ჩამოგეჭრებათ პირველი ათი დღე და მეტის გადახდა არ მოგიწევთ.
„ამ გადასახადის მიზანია უცხოელ ვიზიტორებს მოსთხოვოს დაფარონ ტუნისში სუბსიდირებული პროდუქტებისა და სერვისების მოხმარების ან გამოყენების წილი“, – აცხადებენ ხელისუფლება.
სოლო მოგზაურები, სხვათა შორის, ამ გადასახადს უკვე იხდიან – 2024 წლის 1 იანვრიდან.