TUI Netherlands-is კუთვნილი Boeing 737 MAX 8 ამსტერდამის სხიპოლის აეროპორტიდან აფრენისას, თოლიების გუნდთან შეჯახების შედეგად დაზიანდა. როგორც კომპანიის სპიკერმა განაცხადა, საჰაერო ხომალდს საგულისხმო ზიანი მიადგა, რის გამოც, ეკიპაჟი იძულებული გახდა, სხიპოლის აეროპორტში დაბრუნებულიყო. მისივე ინფორმაციით, სხიპოლის აეროპორტში თვითმფრინავის ტექნიკური ინსპექტირებისას დადგინდა, რომ თოლიებმა არა მხოლოდ თვითმფრინავის ცხვირი დააზიანეს, არამედ რამდენიმე ძრავშიც მოხვდა.
საჰაერო ხომალდმა ნიდერლანდების საჰაერო სივრცეში სამი წრე გააკეთა და ამის შემდეგ სხიპოლის აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა. რეისის მგზავრები სხვა საჰაერო ხომალდში გადასვეს.