51 წლის მამაკაცმა აღიარა, რომ ფრენის დროს თავს დაესხა ბორტგამცილებელს. საუბარია  EasyJet-ის ერთ-ერთ რეისზე.

როგორც Manchester Evening News-ი წერს, შემთხვევა მარტში მოხდა, როდესაც კოლინ სმიტი შეყვარებულთან ერთად მანჩესტერიდან მალტაში გაფრინდა. მგზავრს ალკოჰოლი ჰონდა მიღებული და საკმაოდ აგრესიულად იქცეოდა. მას საპირფარეშოში წასვლა სურდა, თუმცა მგზავრი ბორტგამცილებელმა შეაჩერა და განუმარტა, რომ თვითმფრინავი უკვე ეშვებოდა და მიანიშნა ტაბლოზე “ღვედის შეკვრა”.

სმიტი გაბრაზდა და ორივე ხელით ბორტგამცილებელს ​ ყელზე წვდა და მისი დახრჩობა დაიწყო, მაგრამ გოგონამ შეძლო აგრესიული მგზავრისგან თავის დახსნა. მგზავრებმა აგრესიული მამაკაცი შეაჩერეს, რათა თავიდან აეცილებინათ ავიაკომპანიის პერსონალის შეურაცხყოფა და კონფლიქტი. სმიტის შეყვარებულმა კი მის საქციელზე ასეთი კომენტარი გააკეთა: “მე ვუთხარი, რომ არ დალიო ეს ვისკი”.

სმიტი მომხდარიდან მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ დააკავეს. დაკითხვისას მან თქვა, რომ ვისკის ბოთლის სამი მეოთხედი დალია და „10-დან 9“ იყო ნასვამი. აღნიშნულ საქმეზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.