ნორმატიული აქტების პროექტების გარე განხილვის ეტაპის ფარგლებში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ განსახილველად წარმოგიდგინა:
ბრძანების პროექტს – „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის აღრიცხვის და ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 თებერვლის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წესის ცვლილების ფარგლებში ხორციელდება ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის ზოგადი პირობების, მათ შორის, საჰაერო ხომალდის მეთაურის, ზსხ-ს მგზავრის და ტვირთის, მასისა და გაწონასწორების, ასევე სხვა საექსპლუატაციო მოთხოვნების სრულყოფა. გარდა ამისა, ცვლილებით დეტალურად განისაზღვრება აღჭურვილობის (მაგალითად რადიოკავშირისა და სანავიგაციო აღჭურვილობა, ჟანგბადის აღჭურვილობა და სხვ.), ასევე, საფრენოსნო და სახმელეთო პროცედურების მოთხოვნები.
„ცვლილება ხელს შეუწყობს ფრენების უსაფრთხოების გაზრდას, რისკების მართვას და პრევენციას, ასევე დეტალური საექსპლუატაციო მოთხოვნების დადგენა დახმარებას გაუწევს ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების მფრინავებსა და ფრენის შესწავლით დაინტერესებულ პირებს, როგორც სწავლების, ისე საფრენოსნო წვრთნის განმავლობაში.
ცვლილების პროექტი გარე განხილვის ფარგლებში გამოქვეყნდა სააგენტოს ვებ-გვერდზე და ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://gcaa.ge/draft-regulations/
ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით, შენიშვნები და წინადადებები შეგიძლიათ წარმოადგინოთ 2026 წლის 20 თებერვლამდე, შემდეგ ელ. მისამართზე: uas-ga@gcaa.ge“, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.












