ავსტრალიელი წყვილი თვითმფრინავში 12 ათასი მეტრის სიმაღლეზე დაქორწინდა, რითაც 150 თანამგზავრი გააოცა, რომლებიც იმავე რეისით მგზავრობდნენ.

Daily Mail-ის ინფორმაციით, 35 წლის ელაინ ტოინგისა და 36 წლის ლუკ სერდარის ქორწილი Virgin Australia-ს ბორტზე შედგა, რომელიც მელბრუნი-სიდნეის რეისს ასრულებდა. 

”რეალურად, მე უკვე მრავალი წელია ვგეგმავ ქორწილებს და ასობით დღესასწაულის ორგანიზების შემდეგ, ჩვენთვის რაღაც განსხვავებული მსურდა. ეს არის ის, რაზეც ყოველთვის ვოცნებობდი, რაღაც სრულიად არასტანდარტული. ლუკს უყვარს მოგზაურობა და თვითმფრინავები, ამიტომ უფრო იდეალური ადგილი ვერ წარმომედგინა”, – თქვა ტიონგმა.

ქორწილის ცერემონიის დროს, ქალს თეთრი გრძელი კაბა ეცვა, ხოლო საქმროს კრემისფერი, კლასიკური კოსტუმი. იმავდროულად, ახალდაქორწინებულებმა სადღესასწაულოდ თეთრი პირბადეები გაიკეთეს.

”ჩვენი მეგობრები და ოჯახის წევრები ალბათ ფიქრობენ, რომ ჩვენ ცოტა გიჟები ვართ, მაგრამ დაე იცოდნენ, რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ თავგადასავლებისთვის”, – თქვა სერდარმა.