წლევანდელი სეზონი განსაკუთრებულია, როგორც შეთავაზების, ვებ გვერდზე 400-ზე მეტი განთავსების ობიექტია წარმოდგენილი, ასევე მომხმარებლის აქტივობის მხრივ, მხოლოდ ბოლო შვიდ დღეში 2000 ჯავშანი გაიყიდა, აცხადებს ამის შესახებ HOTSALE.GE-ს დირექტორს თათული ზაკალაშვილი. მისი განმარტებით, მომხმარებლების აქტივობა შეთავაზების მრავალფეროვნებითაც არის გამოწვეული.
“HOTSALE.GE-ზე თქვენ 50-ზე მეტ პრემიუმ კლასის, 80-ზე მეტ ზღვისპირა, 25-ზე მეტ კახეთის, 40-ზე მეტ ბაკურიანის, 25-ზე მეტ სხვა მთის რეგიონების სასტუმროს საუკეთესო შეთავაზების შერჩევა და დაჯავშნა შეგიძლიათ.
ვებ გვერდიდან ბოლო დღეებში გაყიდული ჯავშნების მიხედვით ჩემპიონებს დაგისახელებთ: ჩვენი ტრადიციული პარტნიორი CASTELO MARE ამ სასტუმროს 478 ჯავშანი შეიძინა ჩვენმა მომხმარებელმა, ჩემპიონს ოდნავ ჩამორჩება ჩვენი წლევანდელი აღმოჩენა KOLKHIDA RESORT SPA, რომლის 467 ჯავშნით ისარგებლებს ჩვენი მომხმარებელი. ასევე, პოპულარულია კომპანია EUPHORIA-ს აპარტამენტები. ამ კომპანიას რამდენიმე დღის განმავლობაში 289 გაყიდვა აქვს. სასტუმრო „ბლექ სი რივიერას“ – 115 ჯავშანი ასევე აღნიშვნის ღირსია.
აქტიურია კახეთის რეგიონი. სასტუმრო “ღვინის მარანის” და სასტუმრო “ტყუპების საღვინე სახლის”, შესაბამისად 101 და 132 ჯავშანი შეიძინა ჩვენმა მომხმარებელმა”, განმარტავს HOTSALE.GE-ს დირექტორი.
თათული ზაკალაშვილი ამბობს, რომ HOTSALE.GE-ს მეშვეობით, შესაძლებელია მომხმარებელს მაღალი ხარისხით და ძალიან მიმზიდველი ფასებით გაუკედეს შეთავაზება.
“ჩვენთან დაახლოებით, 50%-იანი დანაზოგის გაკეთებაა შესაძლებელი 5 ვარსკვლავიან და ოთხვარსკვლავიან სასტუმროებზე. ზოგადად, კი დანაზოგები 40%-დან იწყება. მაგალითად, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასები ჩვენს ვებ-გვერდზე მერყეობს 120 ლარიდან 180 ლარამდე; 4-ვარსკვლავიანების ფასი-80-დან 120 ლარის ჩათვლით. რაც შეხება აპარტამენტებს აქ ფასები კიდევ უფრო ხელმისაწვდომია და 20-დან 80-ლარამდე”, განმარტავს HOTSALE.GE-ს დირექტორი.