ციურიხის აეროპორტმა ახალი ტერმინალ A-ს აშენების გეგმები შესახებ განაცხადა, რომელიც ძირითადად ხისგან აიგება. ის უკვე არსებულ შენობასთან დაიდგმება, რომელსაც ვადა 35 წელზე მეტი ხნის ექსპლუატაციის შემდეგ გაუვიდა. ახლა აეროპორტი მგზავრების დაახლოებით მესამედს აქ ემსახურება.
Raumfachwerk-ის პროექტზე მუშაობა 2030 წელს დაიწყება და მას ათი წელი დასჭირდება. პროექტის მთავარი არქიტექტორი იქნება ბიარკე ინგელსი. მშენებლობის დასრულების შემდეგ მოხდება ძველი შენობის დემონტაჟი.
ტერმინალი A “დაადგენს ახალ სტანდარტებს მდგრადი ტერმინალის არქიტექტურისთვის”. ახალი კორპუსის სამგზავრო სართულების აშენება ძირითადად მასიური ხისგან არის დაგეგმილი, სახურავი დაიფარება მზის პანელებით, რაც უზრუნველყოფს ობიექტის ელექტროენერგიის წლიური მოთხოვნილების დაახლოებით ორ მესამედს. გარდა ამისა, დიდი ფანჯრების გამო შენობიდან უკეთ გამოჩნდება თვითმფრინავის პარკირების ადგილები.
სამშენებლო ინვესტიცია, მათ შორის ახალი კოშკის და ტერმინალის ბაზა, შეფასებულია დაახლოებით 700 მლნ ფრანკად.