თურქეთი მსოფლიოში ცნობილია  როგორც თავისი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობით,  ისე მდიდარი და მრავალფეროვანი ბუნებითაც, რომელიც ტურისტების აღფრთოვანების მიზეზი ხდება ყოველთვის. მას გააჩნია ულამაზესი ხედები, შთამბეჭდავი არქიტექტურა და ეგზოტიკური გარემო, სადაც დასვენება მოგგვრით საოცარ სიმშვიდეს. აქ ბუნება და კულტურა ერთმანეთთან საუკეთესოდ არის შერწყმული. საგულისხმოა, რომ თურქეთში ხშირად იმართება სანაოსნო ტურები, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა დიდ უპირატესობას ანიჭებს ნაოსნებს და ზოგადად, ნაოსნობის სფეროს. აქ ამისათვის უამრავი ადგილი არსებობს, განსაკუთრებით კი, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვებში. თურქეთი გთავაზობთ შესანიშნავ ნავით ტურებს, რომლებიც საშუალებას მოგცემთ, დაათვალიეროთ მიმდებარე კუნძულები, სანაპიროები, პატარა ყურეები და დატკბეთ აქ არსებული სილამაზით. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნავით მოგზაურობა არის ე.წ  “ლურჯი ვოიაჟი”, რა დროსაც შეგიძლიათ მოინახულოთ ყველასთვის ცნობილი წყალქვეშა “ცისფერი მღვიმე” (Mavi Mağara).  იგი განსაკუთრებული ადგილია, რადგან მღვიმის შიგნით წყალი არის ღრმა და ლურჯი ფერის და მასზე მზის სხივის დაცემისას საოცარი სანახაობა იქმნება. აღსანიშნავია, რომ თურქეთი თავისი უნიკალური მარშრუტებითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით მსოფლიოში არის იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ტურისტებს სანაპირო ქალაქებში, საკრუიზო მოგზაურობის საუკეთესო შესაძლებლობას სთავაზობენ. გარდა ამისა, ქვეყანა თავს მუდმივად გვახსენებს სპორტული და სხვადასხვა საინტერესო აქტივობით, რაც თითქმის ყველა საპორტო ქალაქში ტარდება.

**თურქული გიულეტები (Türk Guletleri)**

გიულეტები საოცრად პოპულარულია ტურისტებში. ეს არის ხისგან დამზადებული იახტა, რომელიც ყველანაირი კომფორტით არის აღჭურვილი. იგი საშუალოდ 20-25 მეტრი სიგრძისაა და შედგება ფართო თაღისა და ორი ძირითადი იალქნისგან. აღსანიშნავია, რომ გიულეტებში ცალკეა გამოყოფილი სივრცე სადილისთვის და ცალკე დასვენებისა და განტვირთვისთვის, რაც მის უნიკალურობას უსვამს ხაზს. მსგავსი იახტები ძირითადად გვხვდება ბოდრუმსა და მარმარისში.

**ელექტრო იახტები**

თურქეთი შეუცვლელი ქვეყანაა ელექტრო იახტების მოყვარულთათვის. ელექტრო იახტებით მოგზაურობისას თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ და შეისწავლოთ მნიშვნელოვანი ადგილები, როგორიცაა სანაპიროები, პატარა ყურეები, წყალქვეშა მღვიმეები და ა.შ

**მეგა იახტები**

აღსანიშნავია მეგა იახტები, რომლებიც მოგეხსენებათ, დიდი ფუფუნებაა მთელს მსოფლიოში, თუმცა ეს ნამდვილად არსებობს თურქეთში, მის ფირუზისფერ სანაპიროებზე. იახტაზე შეგიძლიათ ისარგებლოთ ყველანაირი მომსახურებით და ისიამოვნოთ აქ გატარებული თითოეული წამით!