Mastercard Economics Institute-ის ახალი ანგარიშის თანახმად, დასვენებისა და საქმიანი მოგზაურობის ჯავშნებმა მთელ მსოფლიოში გადააჭარბა პანდემიამდელ დონეს. საკრუიზო გემით, ავტობუსით და მატარებლით მგზავრობის ღირებულება წელს საგრძნობლად გაიზარდა.
Mastercard-ის ეკონომიკის ინსტიტუტის ახალი ანგარი მოიცავს 37 ბაზარზე, Covid-19-ის დროს და პანდემიის შემდეგ, მოგზაურობის გლობალური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ თუ ჯავშნების ტენდენცია გაგრძელდება, მაშინ 2022 წელს აღმოსავლეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში 115 მილიონით მეტი მგზავრი იქნება, ვიდრე გასულ წელს.