არაბთა გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია Etihad Airways-მა ახალი, ისტორიული რეკორდი დაამყარა. ავიაკომპანიამ ერთ წელიწადში 20 მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანა. ეს მიღწევა მოჰყვა ძლიერ პირველ კვარტალს, რა დროსაც მოგებამ 685 მილიონი დირჰამი შეადგინა.
„ჩვენმა ამბიციურმა ზრდის პროგრამამ საშუალება მოგვცა, სულ რაღაც 2,5 წელში მგზავრების რაოდენობა 10 მილიონიდან 20 მილიონამდე გაგვეზარდა“, — განაცხადა Etihad Airways-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ანტონიოლდო ნევეშმა. „ეს მაჩვენებელი განპირობებულია მაღალი მოთხოვნით, დინამიური გლობალური ქსელით და მკაფიო სტრატეგიული ფოკუსით. ჩვენ ვართ ერთადერთი ავიაკომპანია რეგიონში, რომელიც ამ ტემპით იზრდება და არ გვაქვს ტემპის შენელების გეგმა.“
მგზავრების რეკორდული რაოდენობა ავიაკომპანიას ერთი ნაბიჯით აახლოებს თავისი ამბიციური სტრატეგიის მიღწევასთან. ეს სტრატეგია მოიცავს ქსელის 125-ზე მეტ მიმართულებაზე გაფართოებას, ფლოტის 170-ზე მეტ თვითმფრინავამდე გაზრდას და მგზავრების რაოდენობის 38 მილიონამდე გაზრდას წელიწადში 2030 წლისთვის.
Etihad-ის ეს შთამბეჭდავი ზრდა ხაზს უსვამს ავიაკომპანიის ეფექტურ მართვასა და ბაზარზე მზარდ გავლენას, რასაც თან ახლავს მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება.












