2025 წლიდან, მსოფლიოს ტოპ ტურისტულმა მიმართულებებმა ახალი გადასახადები აამოქმედეს ან  არსებულ გაზარდეს და ეს ყველაფერი კი ოვერტურიზმის ზრდის გამო.

Which?-ის ექსპერტებმა მსოფლიოს საუკეთესო ტურისტული ქვეყნების სია შეადგინეს, რომლებმაც 2025 წელს მოგზაურთათვის სავალდებულო გადასახადი გაზარდეს.

1. საბერძნეთი.ახალი წლიდან ქვეყანამ კვლავ გაზარდა დღიური ტურისტული გადასახადი.

ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით გადასახადი იქნება 2 ევრო დღეში, მაღალ სეზონზე 8 ევრომდე დღეში. ერთკვირიანი დასვენებისთვის ტურისტები დამატებით 56 ევროს გადაიხდიან.

2. პორტუგალია. ტურისტული გადასახადი მუნიციპალიტეტზე იქნება დამოკიდებული, თანხაც (საშუალოდ 1-2 ევრო ღამეში).

2024 წელს მინიმუმ 26 მუნიციპალიტეტმა დააწესა ვიზიტორთა გადასახადი, მათ შორის მრავალი ადგილი ალგარვეს რეგიონში, ისევე როგორც ლისაბონის და პორტოს უდიდესი ქალაქებში.

2025 წლის იანვრიდან აზორის კუნძულებზე ჩასული ტურისტები ღამეში დამატებით 2 ევროს გადაიხდიან.

3. ტაილანდი. ტაილანდში ტურისტული გადასახადის შემოღება, რომელიც უკვე რამდენჯერმე გადაიდო, სავარაუდოდ 2025 წლის შუა რიცხვებიდან ამოქმედდება.

წინადადებები ჯერ არ არის დასრულებული, მაგრამ დაგეგმილია, რომ ქვეყანში სახმელეთო ტრანსპორტით ჩასულებს მოუწევთ ერთჯერადი გადასახადის 300 ბატის (დაახლოებით 8 ევრო) გადახდა, ხოლო ზღვით ჩამოსულებს 150 ბატის (დაახლოებით 4 ევრო).

4. საფრანგეთი. პარიზმა 2025 წლისთვის ტურისტული გადასახადის ახალი წესების შესახებ გამოაცხადა, რომელიც მთლიანობაში თითქმის 200%-ით გაიზრდება.

საფრანგეთის დედაქალაქს აქვს როგორც ზოგადი ტურისტული, ასევე რეგიონალური გადასახადი, ორივე განსახლების ტიპზე დაყრდნობით.

თანხები მერყეობს 1,95 ევროდან სამ ვარსკვლავიანი სასტუმროებისთვის 15,6 ევრომდე ერთ ადამიანზე ღამეში ძვირადღირებული სასახლეებისთვის ან არაკლასიფიცირებული საცხოვრებლისთვის.

5. ესპანეთი. კუნძულ გრან-კანარიაზე მდებარე ქალაქი მოგანი 2025 წლიდან ტურისტებს სასტუმროში ან ნაქირავებ ბინაში ყოფნის ღირებულების დამატებით 15%-ს დააკისრებს.

6. იტალია. ვენეცია, რომელმაც დააწესა 2024 წლის გარკვეულ დღეებში ქალაქის მონახულების საფასური, გაახანგრძლივებს მას 2025 წელს და გააორმაგებს ფასს 5-დან 10 ევრომდე იმ ტურისტებისთვის, რომლებიც დაჯავშნიან ქალაქში ვიზიტს ბოლო წუთში – ოთხ დღეზე ნაკლები პერიოდით.

7. ნიდერლანდები. 2025 წელს დედაქალაქი ამსტერდამი საკრუიზო ტურისტებს – ქალაქში საზღვაო ან მდინარის ტრანსპორტით ჩასული გადასახადს – 14-დან 14,5 ევრომდე უზრდის.