2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კვლავ თურქული სატვირთო ავიაკომპანია Turkish Cargo-ა.
AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 5 თვის განმავლობაში Turkish Cargo-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 1558,455 ტონა ტვირთი გადაზიდა.
საჰაერო ტვირთების ტრანსპორტირების კუთხით საქართველოს ავიაბაზარზე მეორე პოზიციაზეა ლუქსემბურგის სატვირთო ავიაგადამზიდავი Cargolux Airlines-ი. იანვარ-მაისში ავიაკომპანია საქართველოს საჰაერო სატვირთო ტვირთების ბაზარზე 991,820 ტონა ტვირთს მოემსახურა.
ასევე, საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კომპანიაა და TOP-5-ში მესამე პოზიციაზეა, აშშ-ს ავიაკომპანია Continental Airlines-ი, რომელმაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით იანვარ-მაისში განმავლობაში 688,253 ტონა ტვირთი გაატარა.
5 თვის სტატისტიკური მაჩვენებლებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გატარებული ტვირთნაკადით მეოთხე პოზიციაზეა ქართული ავიაკომპანია Georgian Airlines-ი, რომელმაც საანგარიშო პერიოდში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 530,739 ტონა ტვირთი გადაზიდა.
რეიტინგში მეხუთე ადგილზეა ასევე ქართული სატვირთო ავიაგადამზიდავი Georgian Airways Cargo,-ი, რომელიც 2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოს სატვირთო გადაზიდვებს ბაზარზე 317,702 ტონა ტვირთს მოემსახურა.
მაშ ასე, გადაზიდული ტვირთების მიხედვით TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიის რეიტინგი ასე გამოიყურება:
Turkish Cargo;
Cargolux Airlines;
Continental Airlines;
Georgian Airlines;
Georgian Airways Cargo.