2021 წლის მაისში საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კვლავ ქართული ავიაკომპანია Easy Charter-ია.

AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, 2021 წლის მაისში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით, სატვირთო ავიაკომპანია Easy Charter-ი 225,690 ტონა ტვირთს მოემსახურა.

საჰაერო ტვირთების გადაზიდვით საქართველოს ბაზარზე მეორე პოზიციაზე თურქული ავიაკომპანია Turkish Cargo-ა, რომელმაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით მაისში 428,103 ტონა ტვირთი გაატარა.  

საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კომპანიაა ასევე ლუქსემბურგის კომპანია Cargolux Airlines-ი, რომელიც მაისში 194,858 ტონა ტვირთს მოემსახურა.

რაც შეეხება ბელორუსულ ავიაკომპანია Rubystar Airways-ს მაისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 100,579 ტონა ტვირთს მოემსახურა. აღსანიშნავია, რომ Rubystar Airways-ის საჰაერო ხომალდები Silk Way West Airlines-ს ჰყავს იჯარით აყვანილი და შესაბამისად Rubystar Airways-ის ხომალდებით დღეს Silk Way West Airlines-ი ოპერირებს.

გადაზიდვების მიხედვით ქართული ავიაბაზრის TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიაში მოხვდა ასევე ქართული ავიაკომპანია Georgian Airways Cargo, რომელიც ბაზარზე სულ ცოტახნის წინ შემოვიდა. მაისში Georgian Airways Cargo 76,601 ტონა ტვირთს მოემსახურა, რითაც საპატიო TOP-5-ში მოხვდა. 

მაშ ასე, TOP-5 სატვირთო ავიაკომპანია გადაზიდული ტვირთების მიხედვით:

Easy Charter;

Turkish Cargo;

Cargolux Airlines;

Rubystar Airways;

Georgian Airways Cargo;

საჰაერო გზით გატარებული ტვირთებიდან ექსპორტის მხრივ ყველაზე მეტ ტვირთს Easy Charter-ი (225,690 ტონა) მოემსახურა, ხოლო იმპორტის მხრივ Turkish Cargo (380,438 ტონა).