საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევიდან მოზიდული პრემია 2024 წლის პირველ ნახევარში 2023 წლის პირველ ნახევართან შედარებით 46%-ითაა გაზრდილი.

როგორც საქართველოს სახელმწიფო სადაზღვევო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა, 2024 წელს საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევიდან (კორპუსის დაზღვევა) სადაზღვევო კომპანიების მიერ 23 931 805 ლარის პრემიის მოზიდვა მოხდა. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 16 367 329 ლარის.

2024 წლის სტატისტიკური მაჩვენებლებით, საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევიდან (კორპუსის დაზღვევა) ყველაზე მეტი პრემიის მოზიდვა სს ბბ დაზღვევამ შეძლო

სადაზღვევო კომპანიამ 2024 წელ საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევიდან 15 231 999 ლარის პრემია მოიზიდა, რაც მთლიანი პრემიის 64%-ის შეადგენს. მოზიდული პრემიით მეორე პოზიციაზე სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია, რომელმაც 2024 წლის 12 თვეში 4 798 182 ლარის პრემია მოიზიდა, რაც აღნიშნული მიმართულებიდან მოზიდული პრემიის 20%-ია. მესამე ადგილს 13%-იანი წილით და მოზიდული 3 120 051 ლარის პრემიით სს სადაზღვევო კომპანია უნისონი იკავებს.

2024 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ 95 ერთეული საჰაერო სატრანსპორტო საშუალება (კორპუსის დაზღვევა) იყო დაზღვეული.

რაც შეეხება გადაზღვევის პრემიას აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წელს 23 592 939 ლარი შეადგინა, 2023 წლის იანვარ-ივნისში კი 16 024 522 ლარი, ზრდა შესაბამისად 47%-ია.