Mabrian ექსპერტებმა დაასახელეს 2024 წლის საუკეთესო საერთაშორისო საჰაერო კავშირების მქონე ქვეყნების ტოპ 10. პირველ ადგილზეა შეერთებული შტატები (+8,8% 2023 წელთან შედარებით), შემდეგ მოდის დიდი ბრიტანეთი (+6,4%), სამეულს ესპანეთი (+11,5%) ხურავს. შემდეგ მოდის გერმანია, საფრანგეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, იტალია, ჩინეთი, თურქეთი და იაპონია.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ აზიური მიმართულებები ჩქარობენ საერთაშორისო ქსელის აღდგენის. ამგვარად, საერთაშორისო ფრენებზე ადგილების რაოდენობა ჩინეთში გასულ წელთან შედარებით 75,8%-ით გაიზარდა და 2024 წლის განმავლობაში 75,6 მილიონ ადგილს მიაღწია, ხოლო იაპონიამ აჩვენა ზრდა 35,1%-ით, რაც 60,8 მილიონზე მეტი ადგილია საზღვარგარეთ ფრენებზე.

ტოპ 10 ქვეყნიდან საერთაშორისო ფრენებზე ადგილების საერთო რაოდენობამ გლობალური მაჩვენებლის 43% შეადგინა.

“ღირს თვალი ადევნოთ Gulf-ის აეროპორტებს: საერთაშორისო ფრენებზე ადგილების 8% ძირითადად არაბეთის გაერთიანებულ საამიროებშია, ისევე როგორც საუდის არაბეთში, კატარში, ქუვეითში, ომანსა და ბაჰრეინში, თუმცა ყველა ეს ბაზარი არ ვითარდება თანაბრად”, – განაცხადა Mabrian-ისმარკეტინგისა და კომუნიკაციების დირექტორმა კარლოსმა სენდრამ.

არაბთა გაერთიანებული საამიროების გარდა, კატარი (+13% წლიური ზრდა და დაახლოებით 31 მილიონი ადგილი გამავალ ფრენებზე) და საუდის არაბეთი (+11.8%; 40.6 მილიონზე მეტი ადგილი) რეგიონში საუკეთესო მაჩვენებლებს აჩვენებენ. ასევე ბაჰრეინი (+7,6%), ხოლო ომანი რჩება სტაბილურად ბაზარზე, მაგრამ ქუვეითის მაჩვენებელი კლებულობს – წელს 1,6%-ით.