Euromonitor International-მა საერთაშორისო ვიზიტებს მიხედვით მსოფლიოს 10 საუკეთესო ქალაქის რეიტინგი გამოაქვეყნდა გამოაქვეყნა. რეიტინგის მიხედვით 2023 წლის ლიდერი სტამბოლი გახდა, მეორე და მესამე ადგილები ლონდონმა და დუბაიმა დაიკავეს.

2023 წელს სტამბოლს 20,2 მილიონი ადამიანი ეწვია, რაც 26%-ით ზრდაა 2022 წლის მონაცემებთან შედარებით.

სტამბოლის ისტორიული ცენტრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. მასში განთავსებულია ისეთი ატრაქციონები, როგორიცაა აია სოფია, ტოპკაპის სასახლე, კონსტანტინოპოლის კედლები და მრავალი სხვა.

ნიუ-იორკი იყო აშშ-ს ერთადერთი ქალაქი, რომელიც ტურისტების რაოდენობის მხრივ ქალაქების ათეულში შევიდა. იქ 11 მილიონი ადამიანი ჩავიდა – 24%-იანი ზრდა 2022 წელთან შედარებით.

TOP-10 საუკეთესო ქალაქი საერთაშორისო მოგზაურებისთვის:

სტამბოლი, თურქეთი

ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

დუბაი, არაბეთის გაერთიანებული საამოროები

ანტალია, თურქეთი

პარიზი, საფრანგეთი

ჰონგ კონგი

ბანკოკი, ტაილანდი

ნიუ-იორკი, აშშ

კანკუნი, მექსიკა

მექა, საუდის არაბეთი