იაპონური ავიაკომპანიის Japan Airlines-ის თვითმფრინავს ტოკიოს საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას ცეცხლი გაუჩნდა. ინციდენტის ამსახველი კადრები NHK-მა გაავრცელა.
ჩანაწერზე ჩანს, რომ დაშვებისთანავე თვითმფრინავი ცეცხლშია გახვეული და ილუმინატორიდან შავი კვამლი ამოდის.
აღნიშნულია, რომ ეს იყო შიდა რეისი და ბორტი საპოროდან ჩამოფრინდა. თვითმფრინავში სულ 379 მგზავრი (მათ შორის რვა ბავშვი) და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ. მათი ევაკუაცია დროულად მოხერხდა.
A Japan Airlines aircraft is on fire at Tokyo's Haneda Airport. Officials are extinguishing the flames.https://t.co/EF2UuSOVHs pic.twitter.com/hFlaYyu751
— NHK WORLD News (@NHKWORLD_News) January 2, 2024
სამგზავრო თვითმფრინავი, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა, არის 2021 წელს წარმოებული Airbus A350.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ოფიციალურად არ არის დადასტურებული, მაგრამ Reuters-მა და იაპონურმა მაუწყებელმა NHK-მ განაცხადეს, რომ Japan Airlines-ის რეისი შესაძლოა იაპონიის სანაპირო დაცვის თვითმფრინავს შეეჯახა ჰანედაში დაშვების შემდეგ.
იაპონიის სანაპირო დაცვის თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ექვსი ადამიანიდან ხუთი, რომელიც ჰანედას საერთაშორისო აეროპორტში JAL-ის სამგზავრო თვითმფრინავს შეეჯახა, დაიღუპა, იტყობინება NHK ტოკიოს პოლიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით.