თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ის (THY) (Türk Hava Yolları) საბაზრო ღირებულებამ 191,3 მილიარდ თურქულ ლირას, ანუ 9,78 მილიარდ ევროს მიაღწია. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Anadolu იუწყება.
ეს მაჩვენებელი აღემატება გერმანული Lufthansa-ს საბაზრო ღირებულებას, რომელიც 9,28 მილიარდ ევროს შეადგენს.
გასულ ორშაბათს სტამბოლის საფონდო ბირჟის აუქციონებზე THY-ის აქციების ფასი 8%-ით გაიზარდა და 138,60 ლირა შეადგინა. თუ 2021 წლის 31 დეკემბერს თურქეთის ეროვნული ავიაკომპანიის აქციების ფასი 20,02 ლირა იყო, წლის განმავლობაში ის რეკორდულად 592,3%-ით გაიზარდა
იმავდროულად, Lufthansa-ს აქციების ღირებულება წლის დასაწყისიდან მხოლოდ 25,7%-ით გაიზარდა – 6,18 ევროდან 7,77 ევრომდე.