საჰაერო ხომალდში სოციალური დისტანციის დაცვამ ბილეთის ღირებულება შესაძლოა მინიმუმ 50%-ით გააძვიროს. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) ხელმძღვანელი და აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდ დე ჟუნიაკი აკეთებს.
მისი განმარტებით, დღევანდელ ვითარებაში შეუძლებელია თვითმფრინავმა ნახევრად ან მესამედით დატვირთული იფრინოს და იმავდროულად ავიაკომპანიამ მოგება მიიღოს.
IATA-ს ხელმძღვანელი ამბობს, რომ თვითმფრინავი ან დაფრინავს კომპანია მცირე მოგებას იღებს, ან არ დაფრინავს … ან ბილეთების ფასი იზრდება მინიმუმ 50%-ით.