23 თებერვალს, ყაზახური ავიაკომპანია FlyArystan-ის თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ასრულებდა რეისს ასტანა-აქტაუს მარშრუტზე, ბარგის განყოფილებაში მგზავრის ზურგჩანთას ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც უცხოური მედია ავიაკომპანიის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, ხანძარი ბორტგამცილებელმა სწრაფად ჩააქრეს.
აღსანიშნავია, რომ ბორტზე 182 მგზავრი იმყოფებოდა. ინციდენტის შემდეგ, თვითმფრინავი დაბრუნდა აფრენის პუნქტში და წარმატებით დაეშვა.