ის ლიმიტები და მოთხოვნები, რაც არის ხელბარგზე, არაა გაუქმებული, თუმცა თვითმფრინავში ხელბარგით ასვლა არ აიკრძალება, – ამის შესახებ აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, თამარ არჩუაძემ განაცხადა.

„ამ ეტაპზე, შესაძლებელი იქნება, ბორტზე ხელბარგით ასვლა. ოღონდ, რა თქმა უნდა, მგზავრებს მოეთხოვებათ, მაქსიმალურად კომპაქტური ჩანთა იქონიონ, რათა თვითმფრინავში ჩაჯდომა არ შეფერხდეს“, – აღნიშნა თამარ არჩუაძემ.

საქართველოში 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი განახლდება. იგეგმება ფრენების აღდგენა და ვიზიტორების მიღება. პირველი ივლისიდან კი ქვეყანა უცხოელ ტურისტებსაც მიიღებს.

წყარო: https://imedinews.ge/