მსოფლიოში ყველაზე დიდმა თვითმფრინავმა ამფიბიამ AG600-მა,  20 ოქტომბერს, ჩინეთში წყლიდან პირველი ფრენა შეასრულა. თვითმფრინავი წყალში შევიდა, წრე დაარტყა და აფრინდა.

ფრენამ სულ 14 წუთი გასტანა. საბოლოოდ, თვითმფრინავი ამფიბია ისევ წყალზე დაჯდა.

აღნიშნული ხომალდი ცეცხლის ჩასაქრობად იქნება განკუთვნილი. მას 20 წამში ბორტზე 12 ტონა წლის აქაჩვა შეუძლია. შესაძლებელია ასევე AG600 -ის გამოყენება საზღვაო მონიტორინგისათვის. თვითმფრინავი ამფბია 53,5 ტონას იწონის, კორპუსის სიგრძე კი 39,3 მეტრს შეადგენს.

https://www.youtube.com/watch?v=Fu5EPbH3idY&fbclid=IwAR2ITpjJwudb7syLJYCXKe1dNiU_xN7SXV_tTQUwqBHmgtFVoXq0O0ALZ-w