COVID-19-ის ფონზე თვითმფრინავის ბორტზე სოციალური დისტანციის დაცვა სავალდებულო ხდება. ცვლილებები იქნება თვითმფრინავში მგზავრების ჩასხდომის წესშიც. იყო მოსაზრება, რომ ავიაკომპანიები შუა სავარძელს დაბლოკავდნენ და მგზავრები რიგში არსებული 3 სავარძლიდან მხოლოდ 2 სავარძელზე განთავსდებოდნენ. თუმცა აღნიშნულს ბევრი მოწინააღმდეგეც გამოუჩნდა.

ინტერნეტში კი ვიდეო ვრცელდება, სადაც მგზავრი 3 სავარძელზე ზის, თუმცა სამიდან ერთ-ერთი სავარძელი საპირისპირო მდგომარეობაშია. ცხადია ეს არის უბრალოდ იდეა, რაც ჯერ მიღებული და დამტკიცებული არ არის. მით უმეტეს, გასარკვევია, თვითმფრინავით “უკუღმა” მგზავრობა როგორ აისახება თავად მგზავრის ჯანმრთელობაზე.