2027 წლიდან Wizz Air-ის ბორტზე Starlink-ის ინტერნეტი იქნება ხელმისაწვდომი

ათწლეულების განმავლობაში ფრენა ერთ უცვლელ რეალობასთან ასოცირდებოდა — აფრენისთანავე მგზავრები ციფრულ სამყაროსთან კავშირს დროებით კარგავდნენ.

თვითმფრინავის კარის დახურვასთან ერთად:

  • შეტყობინებები უპასუხოდ რჩებოდა;
    • ელფოსტები ვერ იგზავნებოდა;
    • ოჯახთან და მეგობრებთან კავშირი წყდებოდა;
    • საყვარელი სპორტული მოვლენების ყურება შეუძლებელი ხდებოდა;
    • აფრენა დროებით „გაქრობას” ნიშნავდა.

Wizz Air ამ რეალობას ცვლის

ავიაკომპანია 2027 წლიდან თავისი ავიაფლოტის Starlink-ის ინტერნეტკავშირით აღჭურვას იწყებს. შედეგად, Wizz Air ხდება პირველი ევროპული ულტრა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომელიც Starlink-ის მოწინავე ტექნოლოგიას ბორტზე მილიონობით მგზავრს შესთავაზებს.

ეს განცხადება მნიშვნელოვანი ეტაპია არა მხოლოდ Wizz Air-ისთვის, არამედ ხელმისაწვდომი  ავიამგზავრობის განვითარებისათვის.

წლების განმავლობაში ბორტზე მაღალი ხარისხის ინტერნეტკავშირი პრემიუმ ბილეთების ერთგვარ ფუფუნებად მიიჩნეოდა. Wizz Air ამ მიდგომას ცვლის და Starlink-ის არჩევით ავიაციის ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე ინტერნეტკავშირის გადაწყვეტას ულტრა დაბალბიუჯეტიან სეგმენტშიც ხელმისაწვდომს ხდის.

Wizz Air-ის კომერციული დირექტორი, იან მალინი:

„ულტრა დაბალბიუჯეტიანი მოგზაურობის მთავარი მიზანი ყოველთვის უფრო მეტი ადამიანისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა იყო. 2027 წელს ამ ფილოსოფიას კოსმოსურ ეპოქაში გადავიყვანთ. ჩვენს მომხმარებლებს აღარ მოუწევთ არჩევანის გაკეთება ხელმისაწვდომ ტარიფებსა და ბორტზე ინტერნეტის ხელმისაწვდომობას შორის. ეს სიახლე ემსახურება კავშირის უწყვეტ შენარჩუნებას ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანებთან, საქმიანობასთან და მომენტებთან. ვამაყობთ, რომ Starlink-თან თანამშრომლობით ამ ცვლილების სათავეში ვდგავართ და Wizz Air-ის მგზავრებს მაქსიმალურ სარგებელს ვთავაზობთ. Let’s WIZZ!”

2027 წლიდან Starlink-ის სისტემების ინსტალაცია ეტაპობრივად დაიწყება. მგზავრებს შეეძლებათ ისარგებლონ მაღალსიჩქარიანი, საიმედო და დაბალი დაყოვნების მქონე ინტერნეტით 30 000 ფუტის სიმაღლეზეც. ასევე, მოსალოდნელია, რომ Wizz Air-ის ახალი თაობის ყველა თვითმფრინავი Starlink-ით იქნება აღჭურვილი, რაც მგზავრებს ერთგვაროვან გამოცდილებას შესთავაზებს მარშრუტისა და დანიშნულების ადგილის მიუხედავად.

SpaceX-ის Starlink-ის კორპორაციული გაყიდვების მიმართულების ვიცეპრეზიდენტი, ჯეისონ ფრიჩი:

„მოხარულები ვართ, რომ Starlink-ის ტექნოლოგიას Wizz Air-ის ბორტებზე ვნერგავთ და მისი მილიონობით მომხმარებლისთვის მოგზაურობის გამოცდილებას ვცვლით. მგზავრებისა და ეკიპაჟის შეუფერხებელი კავშირით უზრუნველყოფა 30 000 ფუტის სიმაღლეზეც სწორედ ის მიზანია, რისთვისაც ეს ტექნოლოგია შეიქმნა. მოუთმენლად ველით, რომ მომხმარებლებს აფრენიდან დაშვებამდე საიმედო და მაღალსიჩქარიან ინტერნეტს შევთავაზებთ.”

იყო დრო, როდესაც მგზავრები მიიჩნევდნენ, რომ ფრენა მიუწვდომლობას ნიშნავდა — განსაკუთრებით ულტრა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიით მგზავრობისას. Wizz Air ამ კომპრომისს აუქმებს. მოგზაურობის მიზანი ადამიანების ერთმანეთთან დაახლოებაა და არა მათი ერთმანეთისგან მოწყვეტა.

მომავალი უკვე აქ არის. ათვლა დაიწყო.