თვითმფრინავებში უწყვეტი Wi-Fi უახლოესი 5 წლის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი. საერთაშორისო ორგანიზაცია Seamless Air Alliance-ს მონაცემებით, მსოფლიოს 30-მდე ავიაკომპანიამ ერთობლივად შეიმუშავეს “ფრენის კავშირგაბმულობის მსოფლიო სტანდარტი”.
სწორედ ის მინიმალური დანახარჯებით ბორტზე უწყვეტ Wi-Fi კავშირს უზრუნველყოფს.
“სტანდარტი – Seamless Release 1.0 უზრუნველყოფს იმას, რომ უახლოესი 5 წლის განმავლობაში თვითმფრინავის ბორტზე Wi-Fi კავშირი იყოს უზრუნველყოფილი. მომხმარებლებისათვის ბორტზე ინტერნეტი უფრო მოქნილი და ხელსაყრელი გახდება”, მიიჩნევს კომპანიის ექსპერტი.