ამერიკულმა დიზაინ კომპანია Teague-მ თვითმფრინავის სალონის ახალი დიზაინი შეიმუშავა, რომელიც უფრო უსაფრთხოა. სიახლის სახელია AirShield (ჰაერის დაცვა) – ეს არის მოწყობილობა, რომელიც ხელმძღვანელობს ზემოდან ქვემოდან საჰაერო ნაკადების მოძრაობით, თითოეული მგზავრის გარშემო, რითაც ხელს უშლის სალონში მის გავრცელებას.
მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისათვის პროდუქტს ლიცენზია არ აქვს, მაგრამ მისი განვითარების სიმარტივე უკვე ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში შესაძლებელია ასეთი სახის დაცვის სისტემების მონტაჟი.
COVID-19-ის პანდემიამ დიზაინერული კომპანიები აიძულა სალონში მგზავრთა განთავსების უსაფრთხო განთავსებაზე ეზრუნათ. მაგალითად, Aviointeriors-მა მგზავრთა უსაფრთხოების დაცვისთვის, მგზავრთა შორის გამოყოფა პლასტიკური პანელებით, Glassafe-ს მეშვეობით გადაწყვიტა.
კომპანია Teague სრულად განსხვავებული კონცეფცია წარმოადგინა, რომელიც აგვარებს არა მხოლოდ გვერდიგვერდ მჯდომ მგზავრებს შორს, არამედ მწკრივში მჯდომ მგზავრებს შორის ინფექციის გავრცელების პრობლემას.
მისი განხორციელება არ საჭიროებს დიდი ფინანსური ხარჯებს, მისი ინსტალაციაც მარტივია. ის ლაინერს რამდენიმე საათის განმავლობაში იცავს.
როგორც ხდება „ჰაერის დაცვა“ დღეს? თითქმის ყველა თვითმფრინავმა HEPA ფილტრებია დამონტაჟებული, რომლებიც უზრუნველყოფენ ჰაერის ვერტიკალურ ნაკადს. Teague-ს სპეციალისტებმა გაარკვიეს, თუ როგორ მოძრაობენ მცირე ნაწილაკები ჰაერის ასეთი მიმოქცევით და მივიდნენ დასკვნამდე, რომ უფრ მეტი დიდი დაცვისთვის აუცილებელია ამ მოძრაობის გარკვეულწილად გადამისამართება.
სამგზავრო განყოფილებაში საჰაერო მიმოქცევის მიმართულების შეცვლის საშუალებით, თითოეული მგზავრის გარეშემო შესაძლებელია უხილავი ბარიერების შექმნა, რაც ხელს შეუშლის ხომალდზე მიკრობების გავრცელებას.
”ჩვენი პროდუქტი ქმნის უხილავ დაცვას თითოეული სავარძლის გარეშემო. როდესაც მგზავრი სუნთქავს, აცემინებს ან ახველებს, ჰაერის ნაკადი დაუყოვნებლივ ახდენს ბაქტერიების ქვემოთ გადამისამართებას. საიდანაც ისინი, HEPA ფილტრის მეშვეობით იბლოკება და მგზავრებს შორის უსაფრთხო გარემოს ქმნის”, – განმარტავენ Teague-ში.
რატომ აქვს AirShield–ს ამდენი უპირატესობა? AirShield-ის უპირატესობა ის არის, რომ მისი დაცვა დაუყოვნებლივ აღმოფხვრის ბევრ პრობლემას, რომელთა მოგვარებას ამ დრომდე შეულებელია. .
პლასტიკური ეკრანებისა და გამოყოფილი ადგილებისგან განსხვავებით, რომლებიც მოითხოვს მრავალრიცხოვან ტესტებს და ფინანსურ ხარჯებს, AirShield-ს დაბეჭვდა შესაძლებელია 3D ფორმატით და მისი ინსტალაცია შესაძლებელია სწრაფად არსებული საჰაერო ფილტრაციის სისტემებზე.