თურქულმა მფრინავმა მანქანამ, სახელწოდებით Cezeri, პირველი ფრენა წარმატებით განახორციელა.

კომპანია Baykar-მა, რომელიც სპეციალიზირებულია უპილოტო საფრენი აპარატების და შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაზე, პირველი, საკუთარი წარმოების მფრინავი ავტომობილის პროტოტიპი წარმოადგინა. 

„პირველი გაფრენა მფრინავმა ავტომობილმა Cezeri-მ წარმატებით განახორციელა. ჩვენ ვემზადებით, რომ არ ჩამოვრჩეთ მომავალს“, – ნათქვამია კომპანიის განცახდებაში.

Baykar-მა ტვიტერზე ვიდეოც გაავრცელა რომელზეც აღბეჭდილია მოწყობილობის ფრენის პროცესი. მფრინავი მანქანის პირველადი პროტოტიპი, რომელიც 230 კილოგრამს იწონის, პირველი ფრენის დროს 10 მეტრ სიმაღლეზე აფრენა შესძლო.

https://twitter.com/i/status/1305937444106313733
https://twitter.com/i/status/1304419972546994177