ავიაკომპანია Southwind Airlines-ი Kilit Group-ის მფლობელმა სულეიმან კილიტმა შეიძინა. თურქეთის ტურიზმის ინდუსტრიის ექსპერტებმა აღნიშნულ გარიგებას “ძალიან მომგებიანი” უწოდებენ.

თურქული ტურისტული ინდუსტრია უახლოეს მომავალში ელოდება მნიშვნელოვან ცვლილებებს Kilit Group-ის სტრუქტურასა და საქმიანობაში და ავიაკომპანიის შეძენას უწოდებს „სტრატეგიულ ნაბიჯს საავიაციო სექტორში შესვლისთვის“.

Southwind Airlines არის თურქული ავიაკომპანია, რომელმაც ოპერირება 2022 წლის აგვისტოში Cortex Aviation-ის მენეჯმენტით დაიწყო. ამჟამად მისი ფლოტი მოიცავს 12 სხვადასხვა ტევადობის თვითმფრინავს: Airbus A330, A321 და Boeing 777, 737-8 Max. კომპანია ახორციელებს ფრენებს რუსეთსა და ყაზახეთში. ბიზნეს მოდელი ეფუძნება ორგანიზებული ტურისტების გადაყვანას კურორტებზე ტუროპერატორების ჩარტერული პროგრამების ფარგლებში.

Kilit Group არის ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული კომპანია თურქეთში, რომელიც რუსი ტურისტებისთვის ცნობილია ძირითადად სასტუმროს ბრენდებით Crystal Hotels და Nirvana Hotels. ჯგუფში ასევე შედის DMC კომპანია, რომელიც ემსახურება, სხვა საკითხებთან ერთად, მსხვილ რუსულ ტუროპერატორებს. ჯგუფს აქვს საკუთარი სატრანსპორტო კომპანია. Southwind Airlines-ისშეძენით ჯგუფი მნიშვნელოვნად გაზრდის თავის გავლენას ტურიზმის ინდუსტრიაში.