თურქეთში სასტუმროები ვალდებულნი არიან, სტუმრების პირადი მონაცემები პირდაპირ შინაგან საქმეთა სამინისტროს ციფრულ სისტემაში გადასცენ. ქვეყნის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია პასპორტების ქაღალდის ასლების გადაღება და შენახვა.
თურქეთის რესპუბლიკის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, თურქეთის სასტუმროები ვალდებულნი არიან, ტურისტების რეგისტრაციის დროს მათი მონაცემები უშუალოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ციფრულ სისტემაში შეიყვანონ.
ეს სიახლე მიზნად ისახავს პირადი ინფორმაციის არასათანადო გამოყენების რისკების შემცირებას.
მანამდე სასტუმროებს არ ჰქონდათ ერთიანი სტანდარტები პერსონალური მონაცემების შენახვის შესახებ, ახლა კი დოკუმენტების ასლების შენახვა ოფიციალურად აღიარებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის დარღვევად.
-
აკრძალვა: სასტუმროებს ეკრძალებათ პასპორტების ქაღალდის ასლების გადაღება და ფიზიკურად შენახვა.
-
ვალდებულება: სასტუმროები კვლავაც ვალდებულნი არიან, ვიზუალურად გადაამოწმონსტუმრების ვინაობა და შეიტანონ მონაცემები სარეგისტრაციო ჟურნალში.
-
მგრძნობიარე ინფორმაცია: განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ძველი პირადობის მოწმობების კოპირება, სადაც მოცემულია ინფორმაცია რელიგიის, სისხლის ჯგუფისა და სხვა მგრძნობიარე მონაცემების შესახებ, კანონის პირდაპირ დარღვევად ითვლება.
ახალი რეგულაციები უზრუნველყოფს, რომ ტურისტების პირადი ინფორმაცია დაცული იყოს არაავტორიზებული წვდომისგან და მათი მონაცემები მხოლოდ სახელმწიფო უწყებების კონტროლირებად ციფრულ სისტემაში ინახებოდეს.










