თურქულ კომპანია TAV-ს, რომელიც ამ დროისათვის თბილისისა და ბათუმის აეროპორტების გარდა სხვა აეროპორტებსაც მართავაშიცაა, ყაზახეთის უმსხვილესი აეროპორტის, ალმათის საერთაშორისო აეროპორტის ყიდვა სურს.
აეროპორტის შესაძლო გაყიდვის შესახებ ინფორმაცია ყაზახეთის ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ბეიბუთ ატამკუპოვმა გააკეთა.
თუმცა მინისტრის საუბრიდან ადგილობრივმა მედიამ მარტივად დაასკვდა, რომ მისი შეძენა თურქულ კომპანია TAV-ს სურს.
“ამ დროისათვის მოლაპარაკებები ერთ-ერთ თურქულ კომპანიასთან მიმდინარეობს. ამ დროისათვის მეტი კომენტარის გაკეთება არ შემიძლია, რადგანაც ჯერჯერობით ეს დაუსრულებელი გარიგებაა. ალმათის აეროპორტი ამ დროისათვის კერძო საკუთრებაშია” განაცხადა მინისტრმა.
თავად მინისტრს კომპანიის სახელი არ გაუსაჯაროებია.
“მე როგორც ვიცი შემოდის კომპანია, რომელსაც მართვაში რამდენიმე აეროპორტი უკვე აქვს”, განმარტა მინისტრმა.
მედია კი აქტიურად წერს, რომ ალმათის აეროპორტის შეძენაზე მოლაპარაკებებს TAV Havalimanlari აწარმოებს.
აღსანიშნავია, რომ TAV-ი მართავს თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს. გარდა ამისა TAV-ის მართვაში იმყოფება ასევე ანკარას, იზმირის, ანტალიის, ბოდრუმის, ზაგრების, მედინას და სხვა აეროპორტები.
ალმათის საერთაშორისო აეროპორტი 2018 წელს 5.7 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც 1.7%-ით მეტია 2017 წლის მაჩვენებლებზე.
აეროპორტს ერთადერთი აქციონერი ჰყავს, კომპანია Venus Airport Investments B.V, რომელიც ამსტერდამშია რეგისტრირებული. კომპანიამ ალმათის აეროპორტი 86.7 მლნ დოლარად 2011 წელს კომპანია Meridian Capital-სგან და SAT Infosystems-გან შეიძინა.