2024 წელს თურქეთს 62 მილიონ 269,89 ათასი უცხოელი ტურისტი ეწვია, რაც 9,8%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებლებთან შედარებით.
თურქეთში ყველაზე მეტი ტურისტი რუსეთიდან, გერმანიიდან და დიდი ბრიტანეთიდან ჩავიდა.
თურქეთის ტურიზმიდან შემოსავალმა 2024 წელს 61,1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 8,3%-ით მეტია.
თურქეთის საერთაშორისო ვიზიტორები ქვეყანაში საშუალოდ 10,7 დღეს ატარებდნენ, თითო ვიზიტორზე შემოსავალი 972 დოლარი იყო.