თურქეთი ანტალიაში რუსი ტურისტების ტრანსპორტირებისთვის ახალი ავიაკომპანია ქმნის. ახალი ავიაკომპანიის სახელი იქნება Southwind და ის ანტალიის აეროპორტში იქნება ბაზირებული. ცნობილი ხდება, რომ ახალი ავიაგადამზიდავი ოპერირებას მაისის ბოლოდან დაიწყებს.
თურქეთის სამოქალაქო ავიაციის გენერალურმა დირექტორატმა უკვე მიიღო განაცხადი ახალი გადამზიდველის რეგისტრაციის შესახებ და დაჰპირდა კიდეც დახმარებას ამ პროცესის დაჩქარებაში. მიუხედავად ამისა, როსავიაციას ჯერ არ გამოუხატია მზადყოფნა ავიაკომპანიის ფრენის ნებართვის გაცემისთვის.
Southwind-ის ავიაფლოტი ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია. ამ დროისათვის კომპანიის ფლოტში შეყვანილია ხუთი Airbus-ი.