თურქეთში, ქალაქ ლაოდიკიაში სკილას (ზღვის ურჩხული ბერძნულ მითოლოგიაში) ფერადი სკულპტურები აღმოაჩინეს. იგი მდებარეობს თურქეთის დასავლეთ ანატოლიის რეგიონში, ქალაქ დენიზლიში, რომელიც არქეოლოგიური თვალსაზრისით საკმაოდ ცნობილია. ეს არაჩვეულებრივი სკულპტურები, რომლებიც ასახავს ელინისტური პერიოდის ბაროკოს სტილს, გამოირჩევა ორიგინალური საღებავითა და მხატვრული სტილით. აღსანიშნავია, რომ იგი საკმაოდ კარგად არის შემონახული. ლაოდიკიას გათხრები ჩატარდა პროექტის „მომავლის მემკვიდრეობა” განხორციელებით, რომელიც ინიცირებულია თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მიერ. მისი მიზანია შეინარჩუნოს ანატოლიის არქეოლოგიური მემკვიდრეობა და გადასცეს იგი მომავალ თაობებს.
სკილას მითოლოგიური ამბავი
სკილა ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ზღვის ურჩხულია. იგი ჰომეროსის ილიადასა და ოდისეაში, რომელიც ანტიკური პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული ნაწარმოებებია, აღწერილია, როგორც საშინელი არსება, მეზღვაურთა რისხვა. ეპოსის მიხედვით, აქაველებმა მოიგეს ტროას ომი ოდისევსის გამჭრიახობის დამსახურებით.
ოდისეაში ოდისევსის და ზღვის ურჩხულის სკილას შეხვედრას დიდი მნიშვნელობა აქვს. სკილა აღწერილია, როგორც ზღვის ურჩხული გარშემორტყმული ველური ძაღლებით, რომელიც როგორც კი მსხვერპლს იგრძნობდა, გამოვარდებოდა თავის სამყოფელიდან და ძაღლივით ყმუილს. როდესაც ოდისევსის გემი გადის გამოქვაბულის წინ, სადაც ეს ურჩხული დგას, ძაღლები თავს ესხმიან და შთანთქავენ ოდისევსის ექვს წევრს – სტესიოსი, ორმენიოსი, ანხიმოსი, ორნიტოსი, სინოპოსი და ამფინომოსი.
იმისდა მიუხედავად, რომ ჰომეროსის ნაწარმოებში არაა უფრო კონკრეტულობა მათი ლოკალიზირებისათვის, ლეგენდები მათ მესინის სრუტის ორ კლდესთან აიგივებენ აპენინის ნახევარკუნძულსა და სიცილიის კუნძულს შორის, რომელიც ყოველთვის საშიშია მეზღვაურებისათვის.
არაჩვეულებრივი ქანდაკებები ორიგინალური საღებავებით
აღნიშნული სკულპტურები თურქმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ლაოდიკიაში თეატრის შენობის რესტავრაციის დროს, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სავარაუდო სიაშია შეტანილი. მასში შედის კაციჭამია ურჩხულის სკილას თავი და ხელი, ოდისევსის სხეული, მისი თანამგზავრების ორი ზედა ტანის სკულპტურა, რომლებსაც თავს დაესხნენ და მოკლეს ველური ძაღლების მეშვეობით. ასევე, ოდისევსის გემის მშვილდი.
სკულპტურული ჯგუფი თარიღდება იმპერატორ ავგუსტუსის (ძვ. წ. 27 – ახ. წ. 14 წწ.) პერიოდით. აღსანიშნავია, რომ ისინი მიუხედავად იმისა, რომ მრავალ საუკუნეს მოიცავს, არის ორიგინალური, ხელუხლებელი, თავისი საღებავებით, სტილით, ესთეტიკით და მხატვრული ხარისხით.
ლაოდიკია – უძველესი მემკვიდრეობა დენიზლიში
ლაოდიკია, რომელიც მდებარეობს თანამედროვე დენიზლის ჩრდილოეთ ნაწილში, დააარსა სელევკიდების მეფე ანტიოქე II თეოსმა და დაარქვა მისი მეუღლის, დედოფალ ლაოდიკეს სახელი. იგი ფრიგიის მთავარი სავაჭრო ცენტრი და დედაქალაქი იყო. უძველესი ქალაქის მონახულების შემდეგ შეგიძლიათ გადახვიდეთ ფამუქალეში, რომელიც რამდენიმე წუთის სავალზეა. აქ ნახავთ ტრავერტინებს, რომლებიც ღრუბელს წააგავს. ასევე ნახავთ უძველეს ქალაქ იერაპოლისს. ფამუქალეს ტრავერტინები და უძველესი ქალაქი იერაპოლისი არის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.