თურქეთში ფრენისას მობილური ტელეფონის გამოყენებისთვის და სიგარეტის მოწევისთვის დაწესებული ჯარიმა გაიზარდა. მთავრობის ახალი განკარგულების მიხედვით, რომელიც 14 თებერვალს გამოქვეყნდა, დარღვევა იწვევს 2 124 ლირით დაჯარიმებას.
ეს იმ ფონზე, როდესაც აქამდე არსებული რეგულაციებით ჯარიმა 717 ლირას შეადგენდა.
ჯარიმას „დამნაშავეს“ თურქეთის სამოქალაქო ავიაციის შესაბამისი სტრუქტურა გამოუწერს. დაჯარიმებულს კი ჯარიმის გასაჩივრება 15 დღის ვადაში შეუძლია.