თურქეთში მოგზაურობისთვის ელექტრონული აპლიკაციის შევსება სავალდებულო იქნება. მგზავრებმა აღნიშნული კითხვარი ფრენამდე 72 საათით ადრე უნდა შეავსოს.
აქამდე მსგავსი ფორმების შევსება ქაღალდის ფურცლებზე ხდებოდა.
რაც შეეხება ტრანზიტულ მგზავრებს, მათ კითხვარის შევსება ისევ ქაღალდზე თვითმფრინავში მოუწევთ.
“ფორმა უნდა შეავსოთ მოგზაურობამდე ბოლო 72 საათის განმავლობაში. თქვენს მიერ შევსებული ფორმის გადამოწმება შესაძლებელია თურქეთის რესპუბლიკის საზღვრებზე, იმისდა მიუხედავად, შეავსეთ თუ არა ეს ფორმა”, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
უნდა აღინიშნოს, რომ კი მოქალაქემ არ შეავსო ფორმა ან შეცდომით შეავსო, ამან შესაძლოა სამართლებრივი და ადმინისტრაციული სანქციები გამოიწვიოს.
გარდა ამისა, თქვენ შეიძლება უარი გეთქვათ თურქეთის ტერიტორიაზე შესვლაზე (თუ არ ხართ თურქეთის მოქალაქე ან არ გაქვთ ბინადრობის ნებართვა)”, – ნათქვამია შეტყობინებაში
კითხვარში ხდება საპასპორტო მონაცემების, საკონტაქტო ინფორმაციის, ასევე ეროვნების, სქესისა და ქვეყანაში შესვლის მოტივის შესახებ ინფორმაციის შეტანა.
”შევსებული ინფორმაციის საფუძველზე, ავტომატურად შეიქმნება ინდივიდუალური HES კოდი, რომლის წყალობითაც დაგიკავშირდებიან თუ კი იმ ადამიანებს, რომელთანაც მოგზაურობის დროს კონტაქტი გქონდათ COVID-19 დაუფიქსირედბათ”, – აცხადებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში.