საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობენ, კიდევ 40 ქართველი მეხანძრე-მაშველი უერთდება.
დამატებითი ჯგუფი თურქეთის რესპუბლიკაში დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაემგზავრა.
მაშველები შეუერთდებიან ქართველ კოლეგებს, რომლებიც ქალაქ ადიამანში სამაშველო ღონისძიებას უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ.