თურქეთში თვითმფრინავის მგზავრებს დიდი ჯარიმები ემუქრებათ თვითმფრინავის სრულ გაჩერებამდე ადგომის მცდელობისთვის.
თურქეთში მგზავრებს შეახსენეს, რომ თუ თვითმფრინავის სრულ გაჩერებამდე ადგილიდან ადგომას შეეცდებიან, 50 ფუნტ სტერლინგამდე (დაახლოებით 58 ევრო) ჯარიმა დაეკისრებათ.
ეს ზომა შემოღებულ იქნა იმის გამო, რომ ავიაკომპანიები დაიღალნენ ინსტრუქციების იგნორირებით: მიუხედავად მოწოდებისა დარჩნენ ადგილებზე ბევრი მგზავრი დაშვებისთანავე დგება, იწყებს ბარგის გატანას და დერეფანში ხმაურს ქმნის.
გამოცემა Mirror იუწყება, რომ თურქეთის სამოქალაქო ავიაციის გენერალური დირექტორატის მიერ დადგენილი ახალი წესები ავიაკომპანიებს ავალდებულებს, შეახსენონ მგზავრებს, რომ თვითმფრინავის სრულ გაჩერებამდე ისინი ადგილებზე უნდა დარჩნენ და უსაფრთხოების ღვედები შეკრული ჰქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დამრღვევებს აღრიცხავენ და დააჯარიმებენ.
ითვლება, რომ ეს წესი სალონში დაძაბულობის შემცირებას უწყობს ხელს, რაც ხშირად მაშინ ხდება, როდესაც მგზავრები პირველები ცდილობენ ზედა საბარგულთან მისვლას.
ითვლება, რომ ეს წესი სალონში დაძაბულობის შემცირებას უწყობს ხელს, რაც ხშირად მაშინ ხდება, როდესაც მგზავრები პირველები ცდილობენ ზედა საბარგულთან მისვლას.
ბევრმა მოგზაურმა უკვე გამოთქვა გაოცება: რატომ უნდა იდგეთ დერეფანში, თუ შეგიძლიათ მშვიდად დაელოდოთ თქვენს რიგს და შემდეგ მშვიდად გახვიდეთ? თუმცა, ზოგი აღიარებს, რომ ისინი გარეთ გასასვლელად კი არა, დიდი ხნის ჯდომის შემდეგ ფეხების გასაჭიმად დგებიან. მაგალითად, Reddit-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა: „ვცდილობ ბოლომდე დავჯდე, მაგრამ ეს ჩემთვის რთულია – ხანგრძლივი ფრენის შემდეგ, უბრალოდ მინდა წამოვხტე“.
შესაბამისად ამიერიდან თურქეთში მგზავრებს მოეთხოვებათ, თავიანთ ადგილებზე დარჩნენ უსაფრთხოების ღვედის ნიშნის გაქრობის შემდეგაც კი, სანამ თვითმფრინავიდან გადმოსვლის მათი ჯერი არ დადგება.
ხელისუფლება დააკვირდება, თუ როგორ იმოქმედებს ახალი წესები ტურიზმზე. გავიხსენოთ, რომ თურქეთი მსოფლიოში ათ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ მიმართულებას შორისაა – ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი ჩამოდის აქ პლაჟების, ისტორიული ადგილების და ისეთი იაფი სამედიცინო მომსახურებისთვის, როგორიცაა თმის გადანერგვა და პლასტიკური ქირურგია.
ახალი მოთხოვნების დაცვა ასევე ვალდებულებაა ფლაგმანური ავიაკომპანია Turkish Airlines-სთვის, რომელიც 131 ქვეყანაში დაფრინავს. მსგავსი ზომები, სავარაუდოდ, რეგიონის სხვა მსხვილ ავიაკომპანიებშიც, როგორიცაა Emirates და Qatar Airways, დაწესდება.
უნდა აღინიშნოს, რომ თვითმფრინავებში დაძაბულობა არა მხოლოდ პირველი ჩამოსვლის სურვილიდან გამომდინარეობს. კონფლიქტები ხშირად წარმოიშობა დახრილი სკამების საზურგეების გამო. ცოტა ხნის წინ, მელბურნიდან ბალის მიმართულებით მიმავალ რეისზე ერთმა მგზავრმა მეორე მგზავრს სავარძლის საზურგესთან დაკავშირებული კამათის გამო თავს დაესხა.