თურქეთის ეროვნულმა ავიაგადამზიდავმა Turkish Airlines-მა სუდანის დედაქალქ ხარტუმის მიმართულებით ფრენები შეწყვიტა. ფრენების შეჩერების მიზეზად სუდანში არსებული არეულობა სახელდება. თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთმა სუდანთან ავიამიმოსვლა ოფიციალურად 4 ივნისიდან შეწყვიტა.
თურქეთის მსგავსად სუდანის მიმართულებით ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო არაბთა გაერთიანებული საემიროების და ეგვიპტურმა ავიაკომპანიებმა.
შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე დღეა სუდანში ანტისამთავრობო აქციები გრძელდება. 3 ივნისის შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 60-ს მიაღწია.