მიმომხილველი ალი კიდიკის ინფორმაციით, თურქეთის ხელისუფლებამ შეამცირა და გადადო სტამბოლის აეროპორტის იჯარის გადასახადი. ახალის სტანდარტების მიხედვით, ოპერატორს პირველი ორი წლის განმავლობაში წელიწადში 335 მლნ ევროს გადახდა მოუწევს. კადიკის ინფორმაციით, თავდაპირველად გადასახადი 1 მლრდ ევროს შეადგენდა. როგორც კადირი აცხადებს, გადახდა 25 წლით გადავადდა.
დღეისათვის აეროპორტ “სტამბოლის” ოპერირებას კომპანია IGA ახდენს.
შეგახსენებთ, რომ აეროპორტი “სტამბოლი”, რომელიც76.5 მლნ კვ/მ-ზეა განთავსებული, 2018 წლის 29 ოქტომბერს გაიხსნა. მშენებლობის პირველ ეტაპზე 6 მლრდ ევრო დაიხარჯა.
აეროპორტის გაფართოება და მეორე ეტაპის მშენებლობის დაწყება 2023 წლისთვის იგეგმება.
მშენებლობის დასრულების შემდეგ “სტამბოლი” უმსხვილესი აეროპორტი გახდება და 200 მლნ-მდე მგზავრის მიღებას შეძლებს.
აეროპორტ “სტამბოლში” გადასახადის შემცირებაზე ინფორმაცია მისი წილის გასხვისებაზე გავრცელებული ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ გაცხადდა. ამერიკულმა ბანკმა Lazard-მა უკვე მიიღო დავალება, რათა აეროპორტ “სტამბოლს” ახალი მფლობელი მოუძებნოს. აეროპორტის გასხვისების შესახებ ოფიციალური პირებისგან ამ დროისათვის კომენტარი არ გაკეთებულა.
მედიის ინფორმაციით, Lazard-ი თავად უზრუნველყოფს აეროპორტის ფინანსურ შეფასებას და ამის შემდეგ დაიწყებს პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებებს.
გავრცელებული ინფორმაციითვე, აეროპორტით დაინტერესებულია Aeroports de Paris-ი და აეროპორტების თურქული ოპერატორი TAV-ი. TAV-მა შესაბამის დონეზე “სტამბოლისადმი” ინტერესი ჯერ კიდევ სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტის დახურვამდე დააფიქსირა. ექსპერტები “სტამბოლის” წილის გასხვისებას ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით ხსნიან. აეროპორტი “სტამბოლი” თურქეთის პრეზიდენტის მეგაპროექტადაა მიჩნეული და მისი განაშენიანიანება ისევ გრძელდება. აეროპორტი “სტამბოლი” კომპანია IGA-მ ააშენა.