თურქეთმა ქვეყანაში ჩასული ვიზიტორებისთვის PCR-ის ნეგატიური პასუხის წარდგენის ვალდებულება 26 მაისამდე გადაავადა.
აღნიშნული ინფორმაცია ქვეყნის ხელისუფლებამ ეს ინფორმაცია ზაფხულის განრიგთან ერთად NOTAM A1101 / 21-ის მეშვეობით გამოაქვეყნა.
2020 წლის 28 დეკემბრიდან საჰაერო გზით, ხოლო 2020 წლის 30 დეკემბრიდან სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზით თურქეთის ტერიტორიაზე შესვლისას, უცხო ქვეყნების მოქალაქეებმა (მათ შორის დიპლომატებმაც) უნდა წარმოადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობა (საჰაერო გზით შემომავალმა მგზავრებმა გამოფრენამდე თვითმფრინავში ჩასხდომამდე).
ის პირები, რომლებიც თურქეთის ტერიტორიაზე შესვლისას ვერ წარმოადგენენ PCR ტესტის უარყოფითი პასუხის ამსახველ ცნობას, დაექვემდებარებიან თვითიზოლაციას, მათ მიერ საზღვრის კვეთისას მითითებულ მისამართზე (სახლი, სასტუმრო და სხვ), ხოლო ის პირები, რომლებსაც არ ექნებათ თვითიზოლაცის შესაძლებლობა, გადაყვანილ იქნებიან ჯანდაცვის რეგიონალური სამსახურების მიერ გამოყოფილ საკარანტინო სივრცეებში. სტამბულის აეროპორტით ტრანზიტულად გამავალ მგზავრებს არ მოეთხოვებათ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობის წარმოდგენა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მსგავსი დოკუმენტის წარმოდგენა აუცილებელია დანიშნულების ქვეყანაში შესასვლელად. თვითიზოლაციის/კარანტინის ვადა დასრულებულად ჩაითვლება იზოლაციიდან მე-7 დღეს, PCR ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში. იმ მოქალაქეებს, რომელთაც თვითიზოლაციიდან მე-7 დღეს, PCR ტესტის შედეგად დაუდასტურდებათ ვირუსი, ჩაუტარდებათ თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ COVID-19 პროტოკოლით გათვალისწინებული შესაბამისი მკურნალობა.