თურქეთმა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად ითვლება,  სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის  მომთაბარე ციფრული ვიზა შემოიღო. რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსთან არსებულმა თურქეთის ტურიზმის ხელშეწყობისა და განვითარების სააგენტომ უცხოელებისთვის „ციფრული მომთაბარე ვიზის“ მიღების შესაძლებლობის შესახებ გამოაცხადა, რაც ნიშნავს იმას, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს თურქეთიდან დისტანციურად მუშაობა შეეძლებათ.

უცხოელი შეძლებს ქვეყნის კულტურის სამინისტროს პორტალის მეშვეობით (Digital Nomad Pre-Application) მიიღოს „ციფრული მომთაბარე“ სერთიფიკატი, რის საფუძველზეც იგი შესაბამის ვიზაზე მიმართავს თურქეთის საკონსულოს ან სავიზო ცენტრს

ვინ შეიძლება გახდეს „ციფრული მომთაბარე“ თურქეთში?

შესაბამისი პროცესების გავლის შემდეგ „ციფრული მომთაბარე“ თურქეთში  შესაძლოა გახდეს საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ბელგიის, ნიდერლანდების, ლუქსემბურგის, ირლანდიის, დანიის, საბერძნეთის, ხორვატიის, ესპანეთის, პორტუგალიის, ავსტრიის, ფინეთის, შვედეთის, ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთის, სლოვენიის, სლოვაკეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, მალტას, ბულგარეთის, რუმინეთის, ნორვეგიის, ისლანდიის, ლიხტენშტეინის, ინგლისის, შვეიცარიის, აშშ-ს, კანადის, რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსიის  მოქალაქეები 21-დან 55 წლამდე.

„მომთაბარე ციფრული“ პირადობის მოწმობის მისაღებად, პლატფორმაზე დარეგისტრირების შემდეგ უნდა ატვირთოთ შემდეგი დოკუმენტები:

• პასპორტი, რომელიც თურქეთში ჩასვლიდან მინიმუმ 6 თვის განმავლობაში იმოქმედებს.

• უმაღლესი განათლების დიპლომი ან დიპლომის შემცვლელი დოკუმენტი

• დოკუმენტი, რომელიც აჩვენებს, რომ განმცხადებელი მუშაობს „ციფრულ მომთაბარედ“:

ა) კონტრაქტი, თუ მუშაობს რომელიმე კომპანიაში (გარდა თურქეთის კომპანიებისა) ან

ბ) შრომითი ხელშეკრულება განმცხადებელსა და კომპანიას შორის, თუ ის არის თვითდასაქმებული (გარდა თურქეთის კომპანიებისა).

• ბიომეტრიული პასპორტის ფოტო

• დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ განმცხადებელს აქვს ყოველთვიური შემოსავალი $3,000 ან ყოველწლიური შემოსავალი $36,000-ის ოდენობით.

ბოლო წლებში თურქეთი გახდა საკმაოდ პოპულარული ადგილი „ციფრული მომთაბარეებისთვის“, რაც  თავისი ძლიერი ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურისა და მაღალგანვითარებული ციფრული საბანკო და გადახდის სისტემების დამსახურებაა.  „ციფრული მომთაბარე“ ვიზის მეშვეობით  ვიზიტორებს ასევე შეუძლიათ გაახანგრძლივონ ყოფნის დრო თურქეთში და დატკბნენ ქვეყნის უნიკალური სილამაზით.

სტამბოლი

სტამბოლი არამხოლოდ ისტორიული და კულტურული კვეთის ადგილი, არამედ საუკეთესო ბიზნესცენტრია, სადაც მრავალი მსხვილი კომპანია და სტარტაპი არსებობს.  აქ დისტანციური მუშაობის პერიოდში, შეგიძლიათ პარალელურად დატკბეთ  შესანიშნავი ხედით და ნახოთ საინტერესო ისტორიული თუ კულტურული ადგილები. ასევე   გქონდეთ უფასო უკაბელო ინტერნეტი  (Wi-Fi) ყველგან და ყოველთვის. ამასთან, დაგხვდებათ ადგილობრივი სამზარეულო საკმაოდ მრავალფეროვანი კერძებით.

ისტორიისა და თანამედროვეობის უნიკალური ნაზავი – იზმირი

აღსანიშნავია, რომ ქალაქი იზმირი 2024 წელს  Lonely Planet-ის სამოგზაურო რეკომენდაციებს შორის მოექცა.  ეს არის ქალაქი, რომელსაც ასევე საუკეთესოდ შეუძლია, უზრუნველყოს „ციფრული მომთაბარეების“ საჭიროებები. ამაში დიდ როლს თამაშობ მისი ზღვისპირას მდებარეობაც, რაც დასვენებისათვის უამრავი ტურისტის არჩევანს წარმოადგენს. ამ მხრივ ასევე განაკუთრებით ხელსაყრელია კურორტები – მუღლა, დალამანი, ფეთჰიე, ბოდრუმი, ანტალია, სადაც წელიწადის თითქმის 300 დღე მზე არ ჩადის და საუკეთესო არჩევანია სამსახურისთვის და დასვენებისთვის.

თურქეთი თქვენს სამუშაო ადგილს ნამდვილ სამოთხედ გადააქცევს!