სტამბოლის ისტიკლალის გამზირზე მდებარე საკულტო, 212 წლის ისტორიის მქონდე საკონდიტრო და კაფე Lebon-ი დაიხურა. საკონდიტრომ ბოლო კლიენტი 29 ოქტომბერს მიიღო. საკონდიტრო მაღაზიის ერთ-ერთმა მფლობელმა, რომელიც დაარსდა 1810 წელს ოსმალეთის იმპერიაში, ბეიოღლუს რეგიონში, შემდეგ კი 1886 წელს ისტიკლალში გადავიდა, განაცხადა, რომ ისინი ვერ გადაიხდიან გაზრდილ ქირას.
Lebon-ის თანამფლობელმა აბდურაჰმან ჩენგიზმა თქვა, რომ მათ ვერ გადაიხადეს გაზრდილი ქირა, რომელსაც ფართის მფლობელი მოითხოვდა. საუბარია 185,000 თურქული ლირაზე. (10,000 დოლარი).