ცნობილმა ჟურნალმა Forbes-მა თურქეთის იმ ქალაქების რეიტინგი შეადგინა, რომლებიც ყველაზე შესაფერისია კომფორტული ცხოვრებისა და მუშაობისთვის. კრიტერიუმებს შორისაა ცხოვრების ღირებულება, ეკოლოგია, ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა, მუშაობის, სწავლის შესაძლებლობები და მრავალი სხვა.

თურქეთის ტოპ საუკეთესო ქალაქები Forbes-ის მიხედვით ასე გამოიყურება:

1. სტამბოლი – 68,9 ქულა
2. ანკარა – 66,13 ქულა
3. იზმირი – 62,39 ქულა
4. თეკირდაგი – 61,46 ქულა
5. კოჯაელი – 59,98 ქულა
6. ანტალია – 59,1 ქულა
7. იალოვა – 58,07 ქულა
8. ბურსა – 57,13 ქულა
9. ესკიშეჰირი – 56,84 ქულა
10. ტრაპიზონი – 53,38 ქულა