თურქულმა კომპანია Plast Grup-მა ორიგინალური სადეზინფექციო მოწყობილობა შექმნა, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში განთავსდება. მოწყობილობას სფეროსებრი ფორმა გააჩნია. ანალოგიური პროდუქტი კომპანიას ადრეც ჰქონდა, თუმცა COVID-19-ის პანდემიის ფონზე უფრო დახვეწა.

შხაპ-კაბინას 500 ადამიანის სრული დეზინფექციისთვის 100 ლიტრი სადენზიფექციო საშუალება სჭირდება. 

მოწყობილობას Ikarus-ი ქვია და ის ანტიბაქტერიული და ანტიკოროზიული კომპოზიციური მასალისაგანაა შექმნილი.  Ikarus-ს 360 გრადუსით როტაციაც შეუძლია.  Ikarus-ს შეუძლია ასევე სწრაფად განსაზღვროს ადამიანის სხეულის ტემპერატურა, რომელიც შიგნით იმყოფება. 

Ikarus-ს ღირებულება 10 000 ევროა და მისი შეძენით საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უკვე დაინტერესდა, თუმცა Plast Grup-ის პრიორიტეტი ჯერ შიდა ბაზრის დაკმაყოფილებაა. Ikarus-ს გამოყენება და შესაბამისად ადამიანების დეზინფექციის ჩატარება შესაძლებელია აეროპორტებში, სასტუმროებში, სავაჭრო ცენტრებში, საავადმყოფოებში თუ სხვა დაწესებულებაში სადაც ამის საჭიროება არსებობს.